აშშ-ის ჰელსინკის კომისია: მოვუწოდეთ ხელისუფლებას, უარი თქვას რუსული სტილის კანონპროექტზე

პუბლიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცახებას აქვეყნებს, რომელშიც კანონპროექტს რუსული სტილის უწოდებს.

,,გასულ კვირას, სენატორ ბენ კარდინმა და სენატორ როჯერ ვიკერმა მოუწოდეს საქართველოს ხელმძღვანელობას, უარი თქვას რუსული სტილის კანონპროექტზე „უცხოელი აგენტის” შესახებ, რომელსაც ისინი შემოიღებენ უახლოეს დღეებში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას” – ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბენ კარდინმა და როჯერ ვიკერმა განცხადება 6 აპრილს გაავრცელეს:

„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი და მისგან ინსპირაცია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება” კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს”, – აღნიშნულია 6 აპრილის განცხადებაში.