აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა - CNN

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. CNN-ის ინფორმაციით, კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნები მოუგო.

CNN-ის ცნობით, ვერმონტის შტატის სამი საარჩევნო ხმის დათვლამ ბაიდენს 270-ხმიანი ბარიერი გადაალახინა, რომელიც საჭიროა პრეზიდენტობის მოსაპოვებლად. სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარი თქვეს ბაიდენისთვის ჯორჯიისა და პენსილვანიის საარჩევნო ხმების გაუქმებაზე.

„რესპუბლიკელებმა“, ასევე გააპროტესტეს არიზონას, ნევადას და მიჩიგანის საარჩევნო ხმები, მაგრამ ინიციატივები დებატების დაწყებამდე წარუმატებლად დასრულდა.

საბოლოო შედეგით, საარჩევნო კოლეგიაში ჯო ბაიდენმა 306 ხმა, დონალდ ტრამპმა კი, 232 მიიღო.


კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერები გუშინ, 6 იანვარს, შუადღისით შეიჭრნენ. დემონსტრატები მოითხოვდნენ, რომ  არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება კონგრესს არ ეღიარებინა.

მასობრივი არეულობებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ ეტაპზე დაკავებულია 52 პირი, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. მასობრივი არეულობების დროს დაშავდა 14 პოლიციელი.

ვაშინგტონის მერმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.