აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-თან - აშშ-ის ელჩი დეგნანი NDI-ის დირექტორს შეხვდა

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დირექტორს შეხვდა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დერეკ მიტჩელთან შეხვედრის თემა საქართველოს პოლიტიკური და წინასაარჩევნო გარემო იყო.

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს.

აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“, – წერს აშშ-ის საელჩო.