აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

პუბლიკა

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, მიეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა და დახმარებოდა უკრაინასთან ომში. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს ეკონომიკური დახმარებაც სთხოვა, რათა შეამციროს ის ზარალი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ევროპისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო მიადგა.

სადაზვერვო სამსახური არ ასახლებს დახმარების იმ ნუსხას, რომელსაც მოსკოვი ჩინეთიდან ითხოვდა. ამერიკული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთს, რათა ნახონ, გეგმავს თუ არა ის რუსეთის დახმარებას.