აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემის შეჯახების შედეგად ხიდი ჩაინგრა

პუბლიკა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემის შეჯახების შედეგად ფრენსის სკოტის ხიდი ჩაინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში გადავარდა რამდენიმე ავტომობილი.

CNN წერს, რომ 20-მდე ადამიანს ეძებენ.

„სამწუხაროდ, მდინარე პატაპსკოში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი და რამდენიმე ავტომობილი იყოს“, – განაცხადა ბალტიმორის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა, კევინ კარტრაიტმა CNN-თან საუბარში.