საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, უაით ტოლკეს შეხვედრას ეხმაურება.
„დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა.
შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.
შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.