აშშ-ის საელჩო თბილისში განცხადებას ავრცელებს, რომ შეიტყვეს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ შეიტყო თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ:
1) სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჩერილიძის ქ
2) სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი – შოთა რუსთაველის 2/4
3) თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16
თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონული ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ახალ ამბებს განახლებისთვის“, — წერია განცხადებაში.
დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ ცდილობს შსს-სთან და სუს-თან დაკავშირებას.