აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები

პუბლიკა

აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეებზე საუბრობს.

რეზოლუციაში აღწერილია მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მომზადებული მონაცემები.

რეზოლუცია მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით მომზადდა, გმობს მედიის წინააღმდეგ მიმართულ „მზარდ საფრთხეებს“ და ხაზს უსვამს ჟურნალისტების უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ჩამოთვლილია კონკრეტული ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მთავარი აქცენტი კეთდება ღაზასა და უკრაინის ომებზე, სადაც ჟურნალისტთა სიკვდილიანობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების სიაში ნახსენებია საქართველოც (მზია ამაღლობელი )ჩინეთის, რუსეთის, კუბის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების გვერდით.

სენატი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება დამნაშავეების დასასჯელად, უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად და პრესის თავისუფლების დასაცავად გლობალურ დონეზე.

რეზოლუციის პროექტს 8 თანასპსორი ჰყავს დემოკრატიული პარტიიდან.