აშშ-მა პუტინს, ლავროვს, შოიგუს და გერასიმოვს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს; რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს – ვალერი გერასიმოვსა და სერგეი შოიგუს.

დღეს თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებული შტატები შეერთებოდა ევროპელ მოკავშირეებს ვლადიმერ პუტინისთვის და სერგეი ლავროვისთვის სანქციების დაწესებაში.