პუტინსა და ლავროვს ევროკავშირის ქვეყნებში ანგარიშებს გაუყინავენ - ევროკავშირის ახალი სანქციები

პუბლიკა

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ სანქციებს აწესებს. სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ანგარიშებს გაუყინავენ. ახალ სანქციებზე ევროკავშირის ქვეყნები 24 თებერვალს შეთანხმდნენ.