უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის კაბინეტის მაღალჩინოსანს, ანტალ როგან აშშ-მა სანქციები მოუხსნა – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ესაუბრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს და ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ინფორმაციის თანახმად, მათ, ასევე, განიხილეს კრიტიკულ საკითხებზე აშშ-უნგრეთის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ანტალ როგანი ორბანს ოფისის 2015 წლიდან ხელმძღვანელობს – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მას სანქციები 7 იანვარს კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებების გამო დაუწესა.