აშშ-მა სირიაში პროირანული სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა - პენტაგონი

პუბლიკა

პენტაგონის ინფორმაციით, ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის პასუხად, მათ სირიაში პროირანული დაჯფუფებების სამხედრო ობიექტები დაბომბეს. ერაყის ქალაქ ირბილში სარაკეტო იერიშისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა და დაიღუპა ერთი სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელიც ფილიპინების მოქალაქე იყო.

პენტაგონის განცხადებით, სწორედ ამის გამო გასცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანება საპასუხო იერიში მიეტანათ პროირანულ ძალებზე. საჰაერო თავდასხმა ქალაქ აბუ ქამალის არეალში, სირია-ერაყის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ობიექტები დაბომბეს ამერიკელებმა და მოჰყვა თუ არა მას მსხვერპლი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით იმ სამიზნეში, რომელიც დავბომბეთ. ჩვენ ვიცით რაზე მივიტანეთ იერიში. დარწმუნებულები ვართ, რომ სამიზნეებს ის შიიტი დაჯგუფებები იყენებდნენ, რომლებიც თავს დაესხნენ ერაყში ამერიკელებს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.