აშშ-ს მთავარი მრჩეველი კავკასიის საკითხებში თბილისს, ერევანს და ბაქოს ეწვევა

პუბლიკა

აშშ-ს მთავარი მრჩეველი კავკასიის საკითხებში ლუის ბონო, აღნიშნულ რანგში, შემდეგ კვირას პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა და ბაქოში, ერევანსა და თბილისში შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ლუის ბონო მომავალ კვირას მიემგზავრება რეგიონში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ვიზიტით. ბატონი ბონო შეხვდება მაღალჩინოსნებს, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენი მდგრადი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”. – თქვა პრაისმა.