აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით – ელიზაბეთ რუდი

პუბლიკა

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს.

ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კონსტიტუციის ფარgლებში და იმედი აქვთ, პოლიციაც თანაბრად უპასუხებს მას. რუდის თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და იმედოვნებს, რომ ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებს არ გასცდება.

 

LB loan image desktop LB loan image mobile