კვირას ჩრდილოთი პორტლანდის ქალაქ ორეგონში დემონსტრანტებმა, რომლებიც შავკანიანი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ აშშ-ს საპოლიციო სისტემაში რასობრივ დისკრიმინაციას აპროტესტებენ, თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს.
ბოლო რამდენიმე დღეა დემონსტრანტების სამიზნე იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები გახდა, რომლებიც, რაიმე ფორმით, შავკანიანი მონებით ვაჭრობის ინდუსტრიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.
ჯეფერსონის ძეგლი მესამე ძეგლია ორეგონში, რომელიც დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს. განვილი კვირის განმავლობაში დემონსტრანტებმა არაერთხელ მოაწყეს საპროტესტო მსვლელობა ჯეფერსონის ძეგლის წინ, ერთ-ერთი გამოსვლის დროს კი აშშ-ს მე-3 პრეზიდენტის ქანდაკებას დემონსტრანტებმა ნიშანი მიამაგრეს, წარწერით – „მონათმფლობელი”.
ამ დრომდე დაუდგენელია თუ კონკრეტულად რომელი მოძრაობის წარმომადგენელმა დააზიანა ძეგლი.