აშშ-ში ძლიერ ქარბუქს 11 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, აშშ-ში ძლიერ ქარბუქს 11 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად ადამიანები ტენესის, ტექსასის, კენტუკისა და ლუიზიანას შტატებში დაიღუპნენ. ჩრდილოეთ კაროლინაში კი ქარბუქს 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსასის შტატში კი სამშაბათს კვლავ ძლიერ ქარბუქს ელიან. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა 150 მილიონზე მეტი ადამიანს სტიქიის შესახებ გაფრთხილება გაუგზავნა.

სტიქიამ მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილამდე მიაღწია, შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ტექსასში ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ შტატში ყველაზე დაბალი ტემპერატურა კვირას დაფიქსირდა (-18C). ამინდის გაუარესების გამო მილიონობით ადამიანს ელექტროენერგია შეეზღუდა. სტიქიამ საგაზაო შემთხვევებიც გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰიუსტონში ოჯახის ორი წევრი, სავარაუდოდ, კარბონის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, რადგან ისინი მანქანას დახურულ გარაჟში გათბობის მიზნით ამუშავებდნენ.