აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა და ამ დროისთვის 104,256-ს შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ერთ ქვეყანაში დაფიქსირებულა. ამ მონაცემით, ამერიკამ გადაასწრო ეპიდემიის აფეთქების ეპიცენტრს, ჩინეთს და ევროპაში ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ იტალიას.

ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს კორონავირუსით 1700-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს.

„ჩვენ ახლა დადასტურებული შემთხვევების სწრაფ გამოვლენას ვხედავთ. ამრიგად, აშშ-ს აქვს პოტენციალი, გახდეს ვირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი“, – განაცხადა ჯერ კიდევ 24 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.