აშშ უკრაინას 500 მლნ დოლარს გამოუყოფს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აშშ აპირებს უკრაინას 500 მილიონი დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება გამოუყოს.

„ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, რათა უკრაინის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები შეასრულოს. შეერთებულ შტატებები ძალისხმევას არ იშურებს, აქვს მუდმივი კომონუკაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდეს უკრაინის დასახმარებლად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა  სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილა გასულ კვირას გამოცხადებული დამატებითი სანქციები და ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის რუსეთთან მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ.