აშშ უკრაინას პირველად გადასცემს Stryker-ის ტიპის ჯავშანტრასპორტიორებს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. $2.5 მილიარდის ოდენობის ეს სამხედრო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტია, რაც აშშ-მა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ გადასცა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კიევი ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-ის მოწინავე ჯავშანტრასპორტიორებს Stryker-ებს მიიღებს. ასევე უკრაინაში გაიგზავნება Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების კიდევ ერთი პარტია.

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტით უკრაინაში გაიგზავნება: 90 ცალი Stryker, 59 ცალი M2A2 Bradley, 53 ცალი ჯავშანმანქანა MAXXpro, 350 ერთეული HUMVEE და Avenger -ის ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. მათთან ერთად სხვადასხვა დანიშნულების მანქანები და ყუმბარმტყორცნები, ნაღმები, რაკეტები, ჭურვები, ვაზნები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა.