ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 10 ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უკავშირდება ლენჯერს, ორი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხუთი – იმპორტირებული შემთხვევა, სადაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კველვა კონტაქტების და წყაროს დადგენის მიზნით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათმა საერთო რაოდენობამ 1137 შეადგინა, რაც დაახლოებით 80% შეადგენს.
არსებული მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 167 პაციენტი, მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული, 14 პაციენტის მდგომარეობა კი – როგორც მძიმე.
ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობს 27 პაციენტი, მათგან 1 კრიტიკულად მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი ფასდება, როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი.
STOPCOV.GE-ზე 22 აგვისტოს დილის განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137
- მათ შორის გარდაცვლილი – 17
- კარანტინის რეჟიმში – 7005
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41