ათი ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება ლენჯერს, 5 იმპორტირებულია, 2 – დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 10 ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უკავშირდება ლენჯერს, ორი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხუთი – იმპორტირებული შემთხვევა, სადაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კველვა კონტაქტების და წყაროს დადგენის მიზნით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათმა საერთო რაოდენობამ 1137 შეადგინა, რაც დაახლოებით 80% შეადგენს.

არსებული მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 167 პაციენტი, მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული, 14 პაციენტის მდგომარეობა კი – როგორც მძიმე.

ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობს 27 პაციენტი, მათგან 1 კრიტიკულად მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი ფასდება, როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი.

STOPCOV.GE-ზე 22 აგვისტოს დილის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 7005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41