ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე, კაცი დაიღუპა

პუბლიკა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა, დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაციას „ბორჯომი ტვ” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სრიალისას მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის მოზარდს დაეჯახა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.