„აუცილებელია ავიცრათ, რადგან ახალი შტამიც გამოჩნდა“

ფასიანი განთავსება

ავიცრათ ერთმანეთისთვის, – ამ აქტიურ კამპანიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი შეურთდა. თავად უკვე ორჯერ ვაქცინირებულია და კარგად აქვს გააზრებული აცრის დიდი მნიშვნელობა

აუცილებელია, ავიცრათ, რადგან ძალიან მოედო ვირუსი, აქტიურად საუბრობენ კიდევ ახალ შტამზე, რომელიც უფრო მეტი სისწრაფით ვრცელდება. მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ კამპანიაში. მნიშვნელოვანია, თითოეული დევნილი, თითოეული საქართველოს მოქალაქე, სრულად იყოს ინფორმირებული, თუ რატომ არის ვაქცინაცია აუცილებელი, რატომ უნდა ავიცრათ. სწორედ ამიტომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს დევნილებს. ვეხმარებით მათ ტრანსპორტირებაშიც.

ვისაც უნდა აცრა და უჭირს შესაბამის დაწესებულებაში მისვლა, მიგვყავს, ვურიგებთ ერთჯერად პირბადეებს და მაქსიმალურად ჩვენი მოქალაქეების გვერდში ვართ. ყველამ იცით, რომ საოკუპაციო ზოლის გაღმაც დაავადებამ მოიმატა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ვეხმარებით ოკუპირებულ ზონაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. მაქსიმალურად ვაწვდით მათ ინფორმაციას, რომ უფრო მეტად იყოს ხელმისაწვდომი ის საშუალებები, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. ისინი ენგურის ხიდზე გადმოდიან და იქვე უპრობლემოდ შეუძლიათ აცრა

დღეს არსებითია, ყველამ გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. პირადად ორჯერ აცრილი ვარ, ჩემი საახლობლო, ჩემი ოჯახი მთლიანად აცრილია. ჩემი 16 და 20 წლის შვილიშვილები ავცერით, – ამბობს ანზორ მარგიანი და ძალიან წუხს, რომ ადამიანები მის ირგვლივაც დაიღუპნენ კოვიდით.

ყველა ვხედავთ, რამდენი ადამიანია დაღუპული. სამწუხაროდ, ვინც გარდაიცვალა, ყველა აუცრელი იყო. სანათესაოში, სამეგობროშიყველასთან ოჯახოჯახ ვიარე და ავუხსენი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვაქცინაცია. ბევრმა დამიჯერა და დღეს კმაყოფილები არიან. მე და ჩემს მეუღლეს, აცრიდან ორი თვეში, კოვიდი შეგვხვდა და ძალიან ადვილად, გრიპივით გადავიტანეთ. მე საკმაოდ ჯანმრთელი კაცი ვარ, მთელი ცხოვრება სულ ომში და სპორტში ვარ ჩართული, მეუღლეს კი მაღალი შაქარი აქვს – 500, ზოგჯერ არც კი იზომება, მაგრამ მასაც ძალიან მსუბუქად ჰქონდა კოვიდი. აცრილი რომ არ ყოფილიყო, მეუღლე ნამდვილად ვერ გადაიტანდა. ამიტომ ვამბობ, რომ აცრა უმნიშვნელოვანესია. – აცხადებს მარგიანი.