ავტორი
სტატია
მწარეა იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ ხდება ამ ხელ-ფეხშეკრულ მდგომარეობაშიც კი მათი მუდმივი ინსტრუმენტალიზება. ასე ჩუმად შემოპარებული მემარცხენე იდეოლოგიური ჩარჩო ხშირად ირონიული თუ კარიკატურული ტონის პარადიგმად იქცევა. დაუკვირვებელი თვალისთვისაც მაშინვე ნათელი ხდება, ქართულ ნეოლიბერალურ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ როგორი მოცემულობის სივრცე თავისუფლდება სოციალური საკითხებისთვის და როგორი ილეთებით ხდება ამ სივრცის ათვისება.
ფილმში ბევრს იგინებიან. აგინებენ ერთმანეთს, ბედს, ცხოვრებას. უსმენ გინებას და აქტუალური დისკუსიები გახსენდება ქართულ ენასა და მის ფუნქციებზე. იმაზე, რომ ენა გაიცვითა, დადნა, სიღარიბესთან და უსამართლო სისტემასთან დამარცხდა. დამარცხდა დაგროვილ ბრაზთანაც, რომელიც მისი საშუალებით ვერბალურად ვეღარ არტიკულირდება და უფრო სასოწარკვეთილ ხავილს ემსგავსება.