Border circle

თეო ხატიაშვილი

ავტორი

სტატია

თეო ხატიაშვილი

უნდა აღინიშნოს, რომ „ნელი კინო“ უფრო ფართო მოძრაობის, ფაქტობრივად, სუბკულტურის ნაწილია, რომელსაც “ნელ მოძრაობას” უწოდებენ. ეს უკანასკნელი უპირისპირდება თანამედროვე ავტომატიზებული და მექანიზებული სამყაროს აჩქარებულ რიტმს, რომელიც აისახება ცხოვრების წესსა თუ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და სადაც ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ „რამდენად კარგად“, არამედ ის, თუ „რამდენად სწრაფად“.

თეო ხატიაშვილი

ფილმი მრავალფიგურიანი კომპოზიციასავით არის აგებული, თუმცა მაინც იკვეთება ამ უკანასკნელის ცენტრალური ხაზი. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც შეიძლება სკოლაში „ალუდა ქეთელაურიც“ კი არ უსწავლია, მაგრამ სოციუმმა და კულტურამ ზუსტად ასწავლა ერთი რამ - თუ თვითონ არ იძალადებს, მასზე იძალადებენ. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი, უხეში, ცინიკური. და აი, ნიკას ამ მარტივ, მაგრამ მყარ „ფილოსოფიურ კონსტრუქციაში“ უცებ შემოიჭრება და სრულ დისონანსს შემოიტანს ვაჟა-ფშაველა, რომელიც დააფიქრებს ნიკას, რომ ვაჟკაცობა/კაცობა, შესაძლოა, სრულიად სხვა რაღაც იყოს.