აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა რიცხვი გაიზრდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის.

მისი თქმით, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და 6 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

„პირველი აპრილიდან ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170-ით გაიზრდება და 1545 ბავშვი დაფინანსდება. სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს კი დამატებით კიდევ ერთი ცენტრი დაემატება და პროგრამას სულ 8 დაწესებულება მოემსახურება.

ამ პროგრამის განხორციელება დაიწყო 2015 წელს და მაშინ ბიუჯეტი იყო დაახლოებით 500 ათასი ლარი, მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად მეტი ბავშვის დაფინანსება ხდება შესაძლებელი, გარდა ამისა თვიდან თუ თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მერიამ 2018 წლიდან პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა“, – განაცხადა კალაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile