ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და „ენგურჰესი“ - „ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე

პუბლიკა

დღეს თბილისსა და საქართველოს რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვამ გამოიწვია. ამ დროისთვის კი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – ნათქვამია „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში.