ავჭალაში მამაკაცი მანქანაში მოკლეს

პუბლიკა

ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ერთი პირი მოკლეს. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.