ავღანეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მოკლეს

პუბლიკა

ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მოკლეს. REUTERS-ის ინფორმაციით, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტი, მალალაი მაივანდი ჯალალაბადში მძღოლთან ერთად მანქანაზე თავდასხმის დროს მოკლეს.

როგორც პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა განაცხადა, ჟურნალისტი ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო.

მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტია, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედაც, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.

ავღანელი კაცები ლოცულობენ მალალაი მაივანდის კუბოსთან. ფოტო: REUTERS/Parwiz