ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

ავღანეთში 7 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას, რომელიც 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, 2053 მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას თალიბანის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კატასტროფების სამინისტროს სპიკერის განცხადებით, დაიღუპა 2053 ადამიანი, დაშავდა 9240 და დაზიანდა ან განადგურდა 1320 სახლი.

Reuters-ის ცნობით, 200-ზე მეტი დაღუპული გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოებში, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.