ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

პუბლიკა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების  თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის  სამინისტროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და  ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

„მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძისა და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძისა და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.