მეტრო „ავლაბარი“ მგზავრებისთვის დაკეტილია - სატრანსპორტო კომპანია

პუბლიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტრო „ავლაბარი“ ამ ეტაპზე მგზავრების მიღებისთვის დაკეტილია. მათივე ცნობით, მეტროს სხვა სადგურები შეუფერხებლად მუშაობს. მიზეზის შესახებ დამატებითი განმარტებები კომპანიაში ამ დროისთვის არ კეთდება.

ამ წუთებში მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარედ „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში, შეიარაღებული თავდამსხმელია შესული, რომელსაც რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი. ინფორმაცია ამის შესახებ კურიერს მიაწოდეს.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და „საქართველოს ბანკისგან“ მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს.