ავლაბრის მეტროს მიმდებარედ „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, შეიარაღებული თავდამსხმელია შესული. ამის შესახებ ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის დროს საუბრობს. მისი თქმით, მას მიაწოდეს ეს ინფორმაცია, თუმცა ის დაუდასტურებელია.

„კურიერის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის თანამშრომლები, ასევე კადრში ჩანს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა.

პოლიცია ჟურნალისტებთან არ საუბრობს. „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს.