ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

პუბლიკა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილებისა თავისუფლება და სხვა უფლებები. მან ასევე ისაუბრა „ბორდერიზაციის“ პროცესზე, მავთულხლართებისა და სათვალთვალო პუნქტების განთავსებაზე.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გუშინ ეწვივნენ. ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უფრო ფართო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპული კომისიის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის დავალებით განხორციელდა.