ავტობუსის გაჩერებაზე ცოლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ კაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, 23 მაისს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან კაცმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.