ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2020 წელს 450 ადამიანი დაიღუპა - საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ 2020 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 9 წლის განმავლობაში 2020 წელს ყველაზე ნაკლები – 4 999  ავტოავარია მოხდა. მათგან სიმთვრალით გამოწვეული 137 შემთხვევა იყო, რაც ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, რაც ასევე ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.