BACK IN THE USSR - დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე ამ წარწერიანი მაისურით მივიდა

პუბლიკა

BACK IN THE USSR – დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე ამ წარწერიანი მაისურით მივიდა. საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრი, დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში „კარტოგრაფების“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არის დაბარებული.

როგორც დარჩიაშვილი „პუბლიკასთან“ აცხადებს,  პროკურატურიდან მას უთხრეს,  რომ ის დაბარებულია მოწმის სახით, რადგან მან 2012 წელს პარლამენტში ყოფნის დროს გარეჯის თემაზე ისაუბრა.

„ვისაუბრე, რაზეც ახლა ვსაუბრობ, რომ ის საზღვრები, რომლებიც არის ორჯონიკიძე-სტალინის პასუხისმგებლობა, ახლა ილიჩოვა-მელაშვილის პასუხისმგებლობა გახდა ამათი ჭკუით. ეს არის პროვოკაცია, საბოტაჟის დაბრალება და კიდევ ათასი უბედურება, პოლიტიკური ინტერესი – რაც ამის უკან იკითხება. მაშინ ვამბობდი სწორედ ამას, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო და მის გამოსწორებას, როგორც წესია, კომისია საერთაშორისო სამართლის მიხედვით ცდილობს. ისინი კიდევ კომისიას აბრალებენ იმას, რაც არ უნდა დააბრალონ“, – განაცხადა მან „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, ამ საქმეზე მისი დაბარება, როგორც ყოფილი პარლამენტარის, არარელევანტური და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.