ბაიდენი და მაკრონი მოუწოდებენ „ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოებას და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას საქართველოს ხალხის ევროანტლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ საზოგადოების სურვილს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში მოსახლეობის საკეთილდღეოდ.