მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ომის გენოციდად შეფასების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება მისთვის საკმარისი არ არის.
„ამაზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს, გახსოვთ თქვენ იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ა.შ. ჯერჯერობით არ არსებობს ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური განცხადება.
… რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი [ბაიდენის განცხადება] არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის საკმარისი არ არის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.