გენოციდის მსგავსს ტერმინებთან დაკავშირებით ფრთხილად ვიქნებოდი - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ მოხსენიებაზე. ამის შესახებ CNN წერს.

 „დღეს ასეთ ტერმინებთან [გენოციდი] დაკავშირებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“, – განაცხადა მაკრონმა.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში გამოვლენილი სისასტიკე კვალიფიცირდება, როგორც გენოციდი.

როგორც მან განაცხადა, ამის აღნიშვნას მანამდე ერიდებოდა, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ გამართლებულია, რადგან ამის მტკიცებულებები ჩანს იმ ქალაქებიდან, რომლებშიც რუსული ჯარი იყო შესული

მისი თქმით, იურისტები გადაწყვეტენ საერთაშორისო დონეზე ეს ამგვარად კვალიფიცირდება თუ არა, მაგრამ მას მომხარი გენოციდად მიაჩნია.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

„ჭეშმარიტი ლიდერის ნამდვილი სიტყვები”, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის გაწეული დახმარებისთვის.


12 აპრილს უკრაინის რადაში დარეგისტრირდა №7276  პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის შესახებ“. კიევი აცხადებს, რომ მსოფლიომ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი.