ბაიდენის თქმით, Twitter მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს

პუბლიკა

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ილონ მასკმა შეიძინა სოციალური ქსელი Twitter-ი, რომელიც მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს.

საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე ბაიდენმა თქვა:

„და ახლა რა გვაწუხებს ყველას: ილონ მასკი მიდის და ყიდულობს იმას, რაც მთელ მსოფლიოში ტყუილს ავრცელეს… ამერიკაში აღარ არიან რედაქტორები. აღარ არსებობენ. როგორ უნდა ავუხსნათ შვილებს, რა დევს სასწორზე?“ – თქვა ბაიდენმა.

გასულ კვირას ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა, რის შემდეგაც რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური ხელმძღვანელი გაათავისუფლა. მასკი აცხადებს, რომ ის იძულებული გახდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაეშვა.  ამის მიზეზად კი გაზრდილ ხარჯებს ასახელებს. მან Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.