ბაიდენმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად ტრანსგენდერი ქალი წარადგინა

პუბლიკა

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად ტრანსგენდერი ქალი, რეიჩელ ლევინი წარადგინა. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლევინს სენატი დაამტკიცებს, ის პირველი ღიად ტრანსგენდერი იქნება, რომელიც ფედერალურ თანამდებობას დაიკავებს.

ლევინი, რომელსაც განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული, ამჟამად პენსილვანიის ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებს. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა მოზარდთა ჯანმრთელობის კლინიკას.

„დოქტორი რეიჩელ ლევინი ჩვენს გუნდს შესძენს ძლიერ ლიდერულ უნარებსა და საჭირო ექსპერტულ ცოდნას, რომელიც დაგვეხამრება პანდემიასთან ბრძოლაში, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა, რასისა, რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ის პასუხობს ყველა გამოწვევას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე დგას ამ კრიტიკულ მომენტში და მის მიღმა. ის არის ისტორიული და ღრმად კვალიფიციური არჩევანი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ადმინისტრაციის ინიციატივებს ჯანდაცვის მიმართულებით“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.