ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა

პუბლიკა

ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა. ინფორმაციას „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, მაშველები სამუშაოებს პირველივე შესაძლებლობისთანავე გააგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა.

მათი განცხადებით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.