ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ დეპუტატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი:
„ლიეტუვამ საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და რეპრესიების გამო 74 ქართველ ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში”, – წერს ის.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, ასევე სხვა მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, „მათ შორის, ვინც ცრუ ჩვენება მისცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და შეუწყო ხელი მის უკანონო დაკავებას. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა ხელისუფლების არასათანადო ქმედებებთან დაკავშირებით და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა”.
„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომლებიც 100 დღეზე მეტია აპროტესტებენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სისტემურ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე:
„მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში, აეკრძალებათ მათ ლატვიაში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად”, – წერს ის.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა:
„მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ესტონეთი 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციის მაღალჩინოსანს, პარლამენტარსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
ესტონეთი მუდმივად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, კვლავ მიაღწიონ დემოკრატიულ საქართველოს”, – წერს ის.
ესტონეთში შესვლის აკრძალვა ჯამში 83 ქართველს დაუწესდა.
მოსამართლეები – ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაზაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო ტარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე.
პროკურორები – ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.
პოლიციის თანამშრომლები – გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი – გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი, ირაკლი დგებუაძე.
ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი – გოჩა ვანაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრები – ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია.
მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები – კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.