ბანაკში მოცვივდნენ ორკები, დაახლოებით 60 ადამიანი - „გირჩი მეტი თავისუფლება"

პუბლიკა

„გირჩი მეტი თავისუფლების” ინფორმაციით, „ინდივიდუალური თავისუფლების” ბანაკში 60-მდე ადამიანის დაჯგუფებაა მივარდნილი. გამოძახებულია პოლიციაც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ.

„Institute For Individual Liberty-ის ბანაკში მოცვივდნენ ორკები – დაახლოებით 60 ადამიანი. გამოძახებული გვყავს პოლიცია”, – წერს პარტია.