ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. აქვს დაზიანებები თვალთან ‐ პარტიის წევრი

პუბლიკა

პარტიის ინფორმაციით, ,,გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიის წევრი ანა ყურაშვილი facebook-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა გორის ,,სმარტთან” მოხდა.

,,ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის ,,სმარტთან”, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ,,ჯაფარას” თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება”, – წერს ანა ყურაშვილი.

,,პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

მოგვიანებით ჯაფარიძემ დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს: