ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ნორმალიზება და ასე ვთქვათ ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს და ვიბრძოლოთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.