„მოგეხსენებათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია არ მონაწილეობს არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ შემაჯამებელ აქციაში ბიძინა ივანიშვილი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 27 ოქტომბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ოცნების“ მხარდამჭერები შემაჯამებელ აქციას გამართავენ.