27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 27 ოქტომბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ოცნების“ მხარდამჭერები შემაჯამებელ აქციას გამართავენ.

„ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა ბოროტების დასამარცხებლად”, – განაცხადა კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის კონტრაქცია არაა.

„არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი აქცია. რამდენი კაცით ჰყავდათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ თვითონ გასაზღვრეთ, არის თუ არა ეს კონტრაქცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.