„ბათუმელების“ ცნობით, დააკავეს ბათუმელი აქტივისტი ზურაბ ჭავჭანიძე

პუბლიკა

„ბათუმელების“ ცნობით, დააკავეს ბათუმელი აქტივისტი ზურაბ ჭავჭანიძე.

გამოცემა წერს, რომ აქტივისტი დღეს, 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

კიდევ ერთი პირის, საბა კორძაიას დაკავებაზე წერენ აქტივისტები. მათი ცნობით, კორძაიას დაკავებაც 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება.

„პუბლიკა“ ორივე დაკავებულის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას შსს-ში ცდილობს.